ჰამბურგის მეფე! - ბასილაშვილმა რუსი რუბლევი დაამარცხა!

ბასილაშვილმა ჰამბურგში ტიტული დაიცვა!

ბასილაშვილმა შარშან ჰამბურგში მოპოვებული ტიტული დაიცვა და ფინალში რუსი რუბლევი დაამარცხა! მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა სამი სეტი გაგრძელდა (7:5; 4:6; 6:3), ქართველი ჩოგბურთელი მეტოქეს ყველა კომპონენტში აღემატებოდა და, საბოლოო ჯამში, მარტივი გამარჯვება მოიპოვა!

 

აღსანიშნავია, ბასილაშვილთან შეხვედრამდე, რუბლევმა ჰამბურგში პირველ ნომრად წარდგენილი დომინიკ ტიმი დაამარცხა.

 

ნიკამ კარიერაში, კიდევ ერთი, მესამე ტიტული მოიგო და ნახევარფინალში ისეთი ჩოგბურთელი დაამარცხა, როგორიც ალექსანდრ ზვერევია.

 

ამ გამარჯვებით ბასილაშვილმა 354,845 ათასი ევრო გამოიმუშავა.

 

 

Image