ცინცაძე ტორპედოს დაემშვიდობა

24 წლის საყრდენი დიდი ალბათობით მალე ლეგიონერი გახდება 

ქუთაისის ტორპედო კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა. იმერელთა ღირსებას მათე ცინცაძე აღარ დაიცავს. მე-6 ნომერს გუნდთან კონტრაქტი დაუმთავრდა და კარიერას ახალ გუნდში გააგრძელებს. ამ ფაქტს ცინცაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

 

„მოვიდა დრო ტორპედოს გულშემატკივრებს დაგემშვიდობოთ, მაგრამ დამშვიდობებამდე მსურს ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ დაუვიწყარი ერთი წლისთვის. 

 
ამ ხნის მანძილზე იყო საქართველოს თასი, სუპერთასი, ევროპა ლიგის ფლეი-ოფი... იყო შესანიშნავი ატმოსფერო გუნდში, რაშიც დიდი წვლილი სამწვრთნელო შტაბს მიუძღვის. მადლობა კახა ჩხეტიანს, რომლის როლიც ამ ყველაფერში განსაკუთრებულია, მადლობა ფანებს, რომელთა მხარდაჭერას სულ ვგრძნობდი, ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გუნდელებს, ვისთან ერთადაც შევქმენით ის, რაც შევქმენით..

 
იმედი მაქვს, ერთმანეთს კიდეც შევხვდებით, იქამდე კი წარმატებებს გისურვებთ. მჯერა ტორპედო კვლავ ისეთი წარმატებული იქნება, როგორიც იყო! კიდევ ერთხელ მადლობა ყველაფრისთვის,“ - თქვა 24 წლის საყრდენმა.

 

ცინცაძე ტორპედოში შარშან ზაფხულს რუსთავიდან გადავიდა. ჩხეტიანის გუნდში მან 46 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. მათემ ტორპედოს რიგებში საქართველოს თასი და სუპერთასი მოიგო.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.