როისმა პირველობა არავის დაუთმო

გერმანელი შემტევი სამშობლოში დააფასეს

მარკო როისი 2018-19 წლების სეზონის საუკეთესო გერმანელ ფეხბურთელად დაასახელეს. გერმანიაში ყოველწლიურად ჟურნალისტების გამოკითხვა ტარდება და როისიც სწორედ ამ გამოთხვის შედეგად გახდა საუკეთესო.

 

მეორე ადგილი ლევერკუზენის ნახევარმცველმა კაი ჰავერტსმა 121 ხმით დაიკავა, მესამე კი ბაიერნის მცველი ჯოშუა კიმიხი გავიდა. მიუნხენელთა უკანახაზელს 35-მა ჟურნალისტმა მისცა ხმა.

 

რაც შეეხება როისს, მას მართლაც მშვენიერი დრო უდგას. წინა სეზონში მარკომ 36 მატჩი ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.