რუმენიგე: ეს სიგიჟე ჩვენგან შორს

მიუნხენის ბაიერნის ლეგენდა და მმართველი დირექტორი კარლ–ჰაინც რუმენიგე თანამედროვე საფეხბურთო ტენდენციებს აკრიტიკებს: უპირველესად, გაბერილ ხელფასებს.

„სატრანსფერო ბაზარი მთლიანად შეიცვალა. 100 და 120 მილიონების გადახდა უკვე ჩვეულებრივი ამბავია, რასაც მეც მივეჩვიე. ეს არ მაშინებს. უფრო ის მაშინებს, რომ ფეხბურთელებს ძალიან დიდ ხელფასს უხდიან, განსაკუთრებით ინგლისში და ესპანეთში.

 

...ხელფასებთან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ბაიერნი ამ სიგიჟეებში მონაწილეობას არ მიიღებს. ჩვენთან არანორმალურად დიდი ხელფასები ნამდვილად არაა“ – უთხრა რუმენიგემ Bild-ს.

 

რუმენიგეს 100 მილიონი შემთხვევით არ უხსენებია. გერმანული კლუბი მანჩესტერ სიტის ლეროი სანეს სანაცვლოდ სწორედ სამნიშნა მილიონ ევროს სთავაზობს: 100–ს. ლუკას ერნანდესში კი ამ ზაფხულს 80 მილიონი გადაიხადა.   




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.