გვილიამ 93-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა! (+ვიდეო)

გვილიამ შესანიშნავი გოლი გაიტანა

პოლონეთის ექსტრაკლასას მეორე ტურში ვაკო გვილიას ლეგიამ მძიმე ბრძოლაში კორონა დაამარცხა. შეხვედრის მეორე ტაიმში, 67-ე წუთზე, ლეგიას შემადგენლობაში ცვლილებაზე ქართველი ფეხბურთელი შემოვიდა. ამ დროისთვის ანგარიში 1:1 იყო. მსაჯის მიერ დამატებულ 93-ე წუთზე გვილიამ გოლი გაიტანა და მის გუნდს 3 ქულა მოუტანა.