საბურთალო: ხორვატიაში მინუს 4

საქართველოს ჩემპიონ საბურთალოს ზაგრებში ოთხი წამყვანი ფეხბურთელი დააკლდება:

ვაგნერ გონსალვეშსა და ლაშა შინდაგორიძეს ტრავმა აწუხებთ. ასევე, ელვინ ტერას სავიზო პრობლემები აქვს, ხოლო გიორგი კოხრეიძე დისკვალიფიცირებულია.

 

აქედან სამნი შემტევი ნახევარმცველები არიან, ხოლო ტერა საყრდენია. შინდაგორიძე არც პირველ შეხვედრაში იყო. დამატებულებს რაც შეეხება, იური ტაბატაძე მარჯვენა მცველია და ნახევარმცველადაც შეუძლია თამაში. გიორგი ჯინჯოლავა ცენტრალური მცველი გახლავთ, ხოლო გიორგი გულიაშვილი თავდამსხმელია. სამივეს საბურთალოს დუბლებში უწევთ თამაში და იქ გამორჩეულები არიან. სიაშია ლევან ყენიაც და ვნახოთ, შესაძლოა, მისი დებიუტიც შედგეს საბურთალოში.  

 

საბურთალოს მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ზაგრებში 19 ფეხბურთელი წაიყვანა:

 

მეკარეები: ომარ მიგინეიშვილი, ლაზარე კუპატაძე, დენის შელიხოვი.

 

მცველები: ნიკოლოზ მალი, გრიგოლ ჩაბრაძე, იური ტაბატაძე, ლუკა ლაკვეხელიანი, გიორგი რეხვიაშვილი, გაგი მარგველაშვილი, გიორგი ჯინჯოლავა.

 

ნახევარმცველები: ლევან კაკუბავა, დაჩი ცნობილაძე, სანდრო ალთუნაშვილი, გეგა დიასამიძე, თორნიკე გორგიაშვილი, ლევან ყენია.

 

თავდამსხმელები: გიორგი გაბედავა, ოგნიენ როლოვიჩი, გიორგი გულიაშვილი.

 

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი დინამო ზაგრები - საბურთალო 30 ივლისს ზაგრების მაქსიმირზე გაიმართება. თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება და საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში გადასცემს. შეგახსენებთ, პირველი თამაში თბილისში ხორვატებმა მოიგეს - 2:0. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.