პოჩეტინო: 10 დღე სახლიდან არ გამოვსულვარ

ტოტენჰემის მწვრთნელმა მაურიციო პოჩეტინომ გაიხსენა, თუ როგორი გაწბილებული იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლივერპულთან წაგების (0:2) მერე.

"შეგუება რთული გამოდგა. სამკვირიანი მზადების მერე მოედანზე თავდაჯერებულები გავედით და ყველას ერთი ფიქრი გვიტრიალებდა: მოგება. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. მაშინდელ გრძნობას შევადარებდი 2002 წლის მუნდიალზე ჩავარდნას. არგენტინა ჯგუფში ჩარჩა.

 

...ლივერპულთან ფინალის მერე ბარსელონაში მატარებლით წავედი და 10 დღე სახლში ვიყავი. გარეთ საერთოდ არ გამოვსულვარ. ჩავიკეტე.  ვფიქრობ, ლივერპულზე უკეთესები ვიყავით. ყველაფერი დეტალებმა გადაწყვიტა" - ამბობს არგენტინელი სპეციალისტი.