ბეილის წასვლა

ბეილი არაა დიდი გუნდის უბრალოდ ნაწილი. ბეილი თვითონაა დიდი ფეხბურთელი

გარეთ ბეილის და მადირდის რეალის მტკივნეული გაყრის ამბავი ცნობილია.

 

იმ დღესაც, ბაიერნთან საერთაშორისო ჩემპიონთა თასის თამაშისას ზიდანმა ბეილს დაუქნია, გაიხადეო, მაგრამ უელსელმა, შეცვლაზე შესვლა იუარა, ნეტავი ერთი, თქვენაო. 
არ უნდოდა, იმიტომ, რომ მისი წასვლის პროცესი მიმდიანრეობსო, თქვა ზიდანმა და ისიც დაამატა, მგონი, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალი იქნებაო. ტურნირის მომდევნო თამაშში, არსენალის წინააღმდეგ ბეილი სასტარტოში გამოჩნდა, ცალი ტაიმი ითამაშა და გოლიც გაიტანა. ზიდანმა შეაქო, კარგად ივარჯიშა და  კარგიც გაიტანაო, მაგრამ დაამატა, მის საქმეზე არაფერი შეცვლილაო.

ამბობენ, რომ ბეილი აღარ უნდათ რეალის გულშემატკივრებს,  დიდი ხანია, არ უნდა ზიდანს და ცნობილი ამბავია, რომ რეალში პირველმწვრთნელობისას ზიზუ ფლორენტინო პერესისგან, ბეილის გაშვებას და აზარის, ან სალაჰის, უპირველსად კი ნეიმარის ყიდვას ითხოვდა. ეს ამბავი კარგახანს გაგრძელდა, მანამდე, სანამ ბეილმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეცვლაზე შესულმა ორი გოლი არ გაიტანა და მისი გაშვება, რაც კლუბის მესვეურებს ისედაც არ უნდოდათ, აღარაფრით გამოდიოდა. ზიდანიც ამიტომ წავიდაო. ლოპეტეგობის და მას მოდევნებული ამბების შემდეგ მობრუნებულმა ზიდანმა, კვლავ მოითხოვა ბეილის გაშვება და ამჯერად, მგონი, გამოსდის.

მწვრთნელს ისიც ჰკითხეს, ამბობენ, რომ ბეილი თქვენგან დიდ უპატივცემულობას გრძნობს და ამაზე რას იტყვითო.  
გამორიცხულიაო. ჩემთვის ფეხბურთელის  ღირსება მთავარიაო.ღირსება იქით იყოს და ზიდანი ბეილს ინდივიდუალისტად თვლის და არ უნდა მისნაირი ფეხბურთელი. 

 

ინდივდუალიზიმი ფართო ცნებაა. ზიდანი დიადი ფებურთელი იყო და ჯერჯერობით  ერთ გუნდში, მაგრამ დიადი მწვრთნელიცაა: მინდვირის კიდეზე მდგომმა ზედიზედ სამჯერ მოიგო ჩემიონთა ლიგა.

სანამ ბეილს გაუშვებენ, ერთი ვნახოთ, რა ყოფილა ეს უელსელი მადრიდის რეალისთვის: 

იქ ექვს წელიწადს ყოფინს განმავლობაში, ბეილს ოთხჯერ აქვს ჩემპიონთა თასი. მეტჯერ, ვიდრე რაულს (3-ჯერ) და ზიდანს და ფიგუს (თითოჯერ). ეს ნიშნავს, რომ რაც რომ რეალს ეს თასი მოუგია, იმის ოცდაათი პროცენტის მოპოვებაში  ბეილი მონაწილეობდა. ჩემპიონათა თასის ისტორიაში ეს მე-12 შედეგია. ხოლო ჩემპიონთა ლიგის დაარსების შემდეგ ეს ტურნირი მასზე მეტჯერ მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს მოუგია. 


წვრილ-წვირილ რამეებს რომ თავი ვანებოთ, ბეილს მოუგია ლა ლიგაც და სამეფო თასიც.

 



რეალის დროშის ქვეშ მან  231 თამაშში 102 გოლი გაიტანა და 65 საგოლე პასი გააკეთა. ეს რამდენიმე გოლით ნაკლებია ვიდრე დიდ რონალდოს გაუტანია რეალის რიგებში  და რამდენიმეთი მეტი, ვიდრე ფერნანდო მორიენტესს. მისი საგოლე პროცენტი უფრო მაღალია, ვიდრე თვით რაულისა (325 გოლი 741 თამაშში). ბეილმა ზიდანზე ორი მატჩით მეტი ითამაშა რეალის შემადგენლობაში და ორჯერ მეტი გოლი გაიტანა.

 

ბეილის მადრიდული მიღწევები „ჩვეულებრივად“ გამოიყურება მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს შედეგებთან შედარებით, რომელსაც რეალში თამაშისას, ყოველ 84 წუთში გაქონდა გოლი და 12 გოლით მეტი გაიტანა ვიდრე მატჩი (438) ითმაშა. თუ ამას 131 საგოლე გადაცემას  დავუმატებთ,  შედეგი სრულიად ზებუნებირვი გამოვა.

ჩემიონათა თასის ფინალებში რეალის მხოლოდ სამ ფეხბურთელს გაუტანია ბეილზე მეტი გოლი: დი სტეფანოს და პუშკაშს (7-7) და იმავე კრიშტიანუს (5).

ბეილს გაუტანია ამ შეჯიბრის ორ ფინალში: ერთხელ დუბლი  და მეორედ მატჩისშემდგომი პენალტი. ის ერთი მაკრატელა ლივერპულის კარში კი, ზიდანის მიერ ლევერკუზენისთვის გატანილ გოლს ეზომება.

 

 

ბეილი არაა დიდი გუნდის უბრალო ნაწილი. არიან ხოლმე ასეთი ფეხბურთელები. დიდი გუნდის ნაწილები. ბეილი თვითონაა დიდი ფეხბურთელი. კი, მისი ჩაგდებული თამაშებიც  გივნახავს. არაერთი. ვისი ჩაგდებული თამაშები არ გვინახავს?

იმ ტკიბილ დროს, როცა გარეთ ბეილი ტოტენჰემის სამი ნომერი და მარცხენა მცველი იყო, მას „თარსს“ ეძახდნენ და ბირმინგემ სიტიში უპირებდნენ გაყიდვას. მენეჯრი ჰარი რედნაპი უელსელს გენიოსად თვლიდა, მაგრამ საქმე ისე იყო რომ ტოტენჰემში ბეილის მიერ ჩატარებული პირველი 24 თამაშიდან გუნდს არცერთი არ მოუგია და ფანობა მას ცუდი თვალით უყურებდა. არადა, ბეილი საუცხოო იყო.

საბოლოოდ მან სახელი სან სიროზე გაიკეთა, სადაც სრული სასწაული მოახდინა: მე-20 წუთიდან მეკარეგაძევებული ტოტენჰემი ნახევარ საათში 0-4-ს აგებდა ინტერთან. ბეილმა სამჯერ გადაირბინა მინდორი არაადმიანური სიწრაფით და სამი გოლი გაიტანა. საპასუხო თამაში ტოტენჰემმა მოიგო, ისევ ბეილის საგოლე პასებით. ერთ წელიწადში მან  მესამენომრიანი მაისურის შეცლვა მოითხოვა და მე-11 მისცეს.

 

 

ის მაგარი დრო იყო ტოტენჰემისთვის. ფეხბურთიც ლაღი გამოდიოდა და რაც მთავარია,  გუნდს საყურებელი ბიჭი ჰყავდა. მერე რედნაპი გადადგა შეუთანხმებელ საკითხთა გამო. 

ბეილმა კი, ნამდვილად გაამართლა ის 86 მილიონი გირვანქა, რეალმა რომ მასში გადაიხადა.  ახლა კიდევ მორჩაო. ყველასთვის უკეთესი იქნებაო. რეალიდან წასვლა არასდროსაა უკეთესი.


ბეილის ფეხბურთი ხომ სისწარაფესა და ჯანზეა დამყარებული, სხეულის მძლეოსანივით ფლობაზე. დრო  კი, მიდის. ის 30 წლისაა. თუმცა,  ვინ იცის, ინდივიდუალისტიაო, და... იდივიდუალისტებს ეხერხებათ დაუვიწყარი წამების ჩუქება. ეს ზიდანმა ბეილზე კარგად იცის.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.