რონალდუ და მაკგრეგორი დამეზობლდნენ 

კრიშტიანუმ უძრავ ქონებას კიდევ ერთი ობიექტი შემატა

კრიშტიანუ რონალდუ და კონორ მაკგრეგორი დამეზობლდნენ. ტურინის იუვენტუსის ვარსკვლავმა სახლი ესპანეთის კურორტ მარბელაში შეიძინა, ზუსტად იქ, სადაც ირლანდიელმა მებრძოლმა. 


The Sun-ის ინფორმაციით, პორტუგალიელ თავდამსხმელს აგარაკის შეძენა 1.45 მილიონი ევრო დაუჯდა.


34 წლის ფეხბურთელის ახალი შენაძენი გოლფის კლუბ "ლა რესინას" მიმდებარედაა. სახლში, რომელიც ხმელთაშუა ზღვას გადაჰყურებს, სპორტული დარბაზი, კინოთეატრი და უზარმაზარი საცურაო კომპლექსია. 

 


ამასობაში, კრიშტიანუ სპორტსმენებს შორის Instagram-ზე ყველაზე პოპულარულიც გახდა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.