ნადალი: ჩოგბურთი ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის 

ესპანელმა ჩოგბურთელმა ასაკის მატებაზე და სირთულეებზე ისაუბრა 

რაფაელ ნადალმა ასაკის მატების სირთულეებზე ისაუბრა. ესპანელმა თქვა, რომ ჩოგბურთი მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არ არის. 


"კარიერის საწყის წლებში უფრო აგრესიულად ვთამაშობდი, მაგრამ წლების განმავლობაში რაღაცები იცვლება. ეს არ ხდება ერთ დღეში ან წელიწადში, ამას უფრო დიდი დრო სჭირდება. ეს ლოგიკურია. ჩემი ფეხების მდგომარეობა 2005 წლისას არ ჰგავს, იმ​ დროინდელს, როცა ჩემი პირველი როლან გაროსი მოვიგე.

 

იმისათვის რომ წლების მატებასთან ერთად, კონკურენტუნარიანი დარჩე, თამაშში რაღაც უნდა შეცვალო -  მე, ფედერერმა და ჯოკოვიჩმა ეს მოვახერხეთ. 


ალბათ დადგება მომენტი, როცა სხეული მიმახვედრებს, რომ დიდ მატჩებს ვეღარ გაუძლებს. ეს ნიშანი იქნება. სპორტის და ჩოგბურთის სიყვარული ჯერ კიდევ ჩემში ცხოვრობს. ეს არის ის, რის გამოც ვაგრძელებ თამაშს და ბრძოლას. თუმცა ჩოგბურთი მთელი ჩემი ცხოვრება არ არის. რა თქმა უნდა, ის ძალიან დიდ ადგილს იკავებს, მაგრამ არა ყველაზე მნიშვნელოვანს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც მე ბედნიერს მხრიდან, განსაკუთრებით კი ოჯახი და მეგობრები",-თქვა ესპანელმა. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.