მანჩესტერთან დანაკლისით?

ლონდონის არსენალს მანჩესტერის წინააღმდეგ, შესაძლოა ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე დააკლდეს.

დღეს, პრემიერლიგის მე-15 ტურის მატჩები გაიმართება. ცენტრალური შეხვედრა უდაოდ ემირატ სტედიუმზე ჩატარდება, სადაც არსენალი მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლებს.

 

როგორც ESPN-ი იუწყება, შესაძლოა აღნიშნული მატჩი მესუთ იოზილმა გამოტოვოს. მოგეხსენებათ გერმანელი ფეხბურთელი ტრავმირებულია და დაზიანების გამო ტოტენჰემთან და ვორსკლასთან გამართული თამაშები გამოტოვა. მესუთი ინდივიდუალური პროგრამით ემზადება და მისი თამაშის საკითხი, მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე გადაწყდება.

 

შეგახსენებთ, რომ მე-10 ნომრის შეძენა მანჩესტერს, ინტერი და ბარსელონა სურთ. მიმდინარე სეზონში შემტევმა 12 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.