ლუკა ლოჩოშვილი: იმედია იქ წავალ, სადაც შრომა დამიფასდება

ჩემს ასაკში კი უთამაშებლობა ცუდია. როცა გუნდის ხელმძღვანელობას  სათამაშო დროზე ვესაუბრებოდი, მეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი კარგადაა და კმაყოფილები არიან

წლის დასაწყისში ლუკა ლოჩოშვილი თბილისის დინამოდან ჟილინაში გადავიდა. ახალგაზრდა მცველი კიევის დინამოს ეკუთვნის და სლოვაკურ გუნდშიც, სწორედ კიეველებმა გაანათხოვრეს. ლუკას ტრანსფერი ჟილინას თავკაცის ინიციატივა იყო, ჩვენებურსაც თითქოს სათმაშო პრაქტიკა უნდა ჰქონოდა, თუმცა ასე არ მოხდა. ლოჩოშვილი უმეტეს დროს სათადარიგოთა სკამზე ატარებს. 

ჩვენ კი 21 წლის ფეხბურთელს ჟილინაში დავუკავშირდით და ეს ინტერვიუ ვთხოვეთ:

 

- რა სიტუაცია დაგხვდა როცა გუნდში ჩახვედი?

 

- მშვენიერი. ყველამ თბილად მიმიღო. ჟილინას გარდა სხვა კლუბებიც მეპატიჟებოდნენ, სლოვაკური ვარიანტი კი იმიტომ ვარჩიე, რომ ჩემი სამსახურით პირადად ჟილინას თავკაცი იყო დაინტერესებული.

 

- ფაქტია, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი არ ხარ. რა არის ამის მიზეზი?

 

- მეც ეგ მიკვირს. ვიფიქრე, რომ მწვრთნელის ინტერესიდან გამომდინარე სათამაშო დრო მექნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა. ჩემს ასაკში კი უთამაშებლობა ცუდია. როცა გუნდის ხელმძღვანელობას  სათამაშო დროზე ვესაუბრებოდი, მეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი კარგადაა და კმაყოფილები არიან. ვინც კარგად მიცნობს იცის, რომ შრომისმოყვარე ვარ და როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ ბოლომდე ვიხარჯები.

 

- ახლა რა სიტუაციაა გუნდში?

 

- როგორც გითხარით სათამაშო პრაქტიკა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რის უქონლობის გამო, ალბათ, გუნდს დავტოვებ. ძნელია, როცა ცენტრალურ მცველს ერთ თამაშში ძირითადში გაყენებენ, სამს კი სათადარიგოთა სკამიდან უყურებ. თუ სიტუაცია უკეთესობისკენ  არ შეიცვლება, მალე ახალ გუნდში მიხილავთ. როგორც იცით ჩემი სატრანსფერო უფლებები კიევის დინამოს ეკუთვნის. უკრაინულ გუნდთან გარკვეული დეტალები მაქვს მოსაგვარებელი. ვიმედოვნებ, ისეთ კლუბში გადავალ, სადაც შრომა დამიფასდება და ძირითადის ფეხბურთელი ვიქნები.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.