სად მოასწრო?!.. სამპაოლი ისტორიაში პირველია

ხორხე სამპაოლი ისტორიაში პირველი მწვრთნელია, რომელიც სამი ყვითელი ბარათის გამო ტოვებს შემდეგ მატჩს.

59 წლის არგენტინელი სპეციალისტი ბრაზილიურ სანტოსს წვრთნის.

 

ავაისთან შეხვედრაში, რომელიც სანტოსმა 3:1 მოიგო, 59 წლის არგენტინელ სპეციალისტს ყვითელი უჩვენეს. მწვრთნელებზეც იგივე რეგლამენტია, როგორც ფეხბურთელებზე: სამი გაფრთხილების მერე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია.

 

თუმცა მწვრთნელებს, როგორც წესი, წითელ ბარათს უჩვენებდნენ და აძევებდნენ. ახლაც წითელი უფრო ხშირია, მაგრამ ფიფას ახალი წესებით, მსაჯს შეუძლია მწვრთნელი გააფრთხილოს ამ მიზეზებით: აქტიური პრეტენზია მსაჯების მიმართ; ტექნიკური ზონის ხშირად დატოვება და თამაშში ზედმეტად ჩარევა.  

 

სამპაოლიმ კი უკვე მოასწრო სამი ყვითელი. ყველას დაასწრო! ფიცხი კაცია, რაზ იზამ...

 

შეგახსენებთ, ეს ის სამპაოლია, ჩილეს ნაკრებს ორჯერ რომ მოაგებინა კოპა ამერიკა. მერე კი სევილიასა და არგენტინის ნაკრებში იმუშავა, თუმცა დიდი ვერაფერი შედეგი...




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.