კალათები... 11 დეკემბერს კიდევ ერთი წილისყრაა

11 დეკემბერს კიდევ ერთი წილისყრა გაიმართება: 21–წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევისა. ევრო–2021 ერთდროულად ორ ქვეყანაში, უნგრეთსა და სლოვენიაში გაიმართება, ასე რომ, ეს ქვეყნები თავისუფალნი იქნებიან შესარჩევისგან.

 ფინალური ეტაპი 12–გუნდიანი იქნება, ასე რომ, მხოლოდ 10 ადგილი გათამაშდება.

 

შესარჩევში, 53 ნაკრები 9 ჯგუფში გადანაწილდება. ფინალურ ეტაპზე გავა ჯგუფის 9 გამარჯვებული და კიდევ ერთი დაემატება ფლეი–ოფიდან. კერძოდ, ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი შეხვდება ერთმანეთშ და მოგებული გავა.

 

შესარჩევი გაისად 18 მარტს დაიწყება და 2020 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში დასრულდება.

 

საქართველოს 21–წლამდელთა ნაკრები წილისყრისას მეოთხე კალათაში იქნება (სულ 6 კალათაა).  შეგახსენებთ, შესარჩევში 1998 წელს დაბადებულებსა და უმცროსებს შეეძლებათ თამაში. მწვრთნელ გია ცეცაძის თავკაცობით, საქართველომ წინა თვეს ორი გასვლითი ამხანაგური მატჩი ჩაატარა: უკრაინასთან 3:3, კვიპროსთან 1:1.

 

პირველი კალათა: გერმანია, ინგლისი, ესპანეთი, პორტუგალია, დანია, საფრანგეთი, იტალია, სერბეთი, ხორვატია

 

მეორე კალათა: ავსტრია, შვედეთი, ბელგია, სლოვაკეთი, პოლონეთი, რუმინეთი, ჩეხეთი, ჰოლანდია, ისრაელი

 

მესამე კალათა: საბერძნეთი, უკრაინა, ნორვეგია, რუსეთი, თურქეთი, ისლანდია, უელსი, შვეიცარია, მონტენეგრო

 

მეოთხე კალათა: ბულგარეთი, ირლანდია, ფინეთი, საქართველო, კოსოვო, შოტლანდია, მაკედონია, ბელარუსი, ბოსნია

 

მეხუთე კალათა: ჩრდ. ირლანდია, ალბანეთი, მოლდოვა, ლიტვა, ყაზახეთი, ლატვია, აზერბაიჯანი, სომხეთი, კვიპროსი

 

მეექვსე კალათა: ლუქსემბურგი, მალტა, ესტონეთი, ფარერები, გიბრალტარი, ანდორა, სან მარინო, ლიხტენშტაინი