გამარჯვებისთვის მსახური

გიორგი მაკარიძემ პორტუგალიური სეტუბალის ვიტორიასთან კონტრაქტი 2021 წლამდე გააგრძელა. საქართველოს ნაკრების მეკარეს გაისად უმთავრდებოდა ხელშეკრულება და ერთი წლით გაახანგრძლივა.

პორტუგალიურ პრესაში მაკარიძეს აქებენ, გასული სეზონის მეორე ნახევარში ვიტორიას ნათელი წერტილი იყოო. ვიტორია პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში 16 გუნდს შორის მე-11 ადგილზე გავიდა.

 

"ჩვენს გუნდს პორტუგალიაში საუკეთესო ფანები ჰყავს. წინა სეზონში ეს დავინახე. რთულ პერიოდშიც კი გვერდში გვედგნენ. წლეულს ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გულშემატკივრები გავახაროთ. ისინი ამას იმსახურებენ. მოხარული ვარ, რომ ამ დიდ კლუბთან კონტრაქტი გავაგრძელე. აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. ჩემპიონატი კარგად უნდა დავიწყოთ: რაც შეიძლება მეტი ქულა ავიღოთ და ასევე, თასზე რაც შეიძლება შორს გავიდეთ" - ამბობს მაკარიძე.   

 

ვიტორიამ  კი ასეთი ფოტო გამოაქვეყნა: მაკარიძე სუპერგმირია, მწვანე ტანსაცმლით (კლუბის ფერებია) და წარწერით: "გამარჯვებისთვის მსახური“.  

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.