ბარსამ ხუთი წელია ამდენი ფული დახარჯა და ლიგა ვერ მოიგო - ინტერვიუ რონალდუსთან

რონალდუ: მადრიდიდიდან წასვლის შემდეგ სხვა მოტივაცია მჭირდებოდა

კრიშტიანუ რონალდუმ გასულ ზაფხულს ახალ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება ვერ მოახერხა. პორტუგალიელი ფეხბურთელისთვის, რომელსაც დასამტკიცებელი აღარაფერი აქვს, ეს მაინც დამატებითი მოტივაციაა. გთავაზობთ რონალდუს ინტერვიუს, რომელიც, რა თქმა უნდა, მის კარიერას, ჯილდოებს, რეალსა და იუვენტუსს შეეხება.

 

ფაქტობრივად ყველაფერი მოიგე, რისი მოგებაც შეგეძლო. მიღწეული შედეგით კმაყოფილი ხარ?

 

ჩემი ცხოვრება რაც მადრიდი დავტოვე ცოტათი შეიცვალა. ესპანეთში ყველაფერი მოვიგე და კარიერისთვის სხვა მოტივაცია მჭირდებოდა. ვფიქრობ, ჯერ კიდევ შემიძლია გულშემატკივრებს და საკუთარ თავსაც  მოედანზე რაღაც ახალი შევთავაზო. ძალიან მოტივირებული ვარ და მომწონს რასაც ვაკეთებ.

 

შენს ტიტულების ოთახში სხვა ჯილდოებისთვისაც დაგრჩა ადგილი?

 

მართლაც შესანიშნავი მუზეუმი მაქვს და თუ საჭირო გახდა ჯილდოებისთვის უფრო დიდ ოთახს გამოვყოფ. ყველა ჯილდო ძვირფასია, არ შეიძლება ერთზე უარი თქვა, მეორე კი მიიღო. ჩემთან ყველაფერს ნახავთ: ოქროს ბურთს, საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს, ოქროს ბუცს, პიჩიჩის...

 

მარკამ საფეხბურთო ლეგენდის ტიტულით დაგაჯილდოვა...

 

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინდივიდუალური ჯილდოა, რომელიც მხოლოდ ლეგენდებს ერგებათ. ძალიან ბედნიერი ვარ.

 

სარიმ თქვა, რომ თამაში 40 წლამდე შეგიძლია...

 

არ ვიცი, ეს  იმაზეა დამოკიდებული რას ვიგრძნობ, რამდენად მოტივირებული ვიქნები... ფიზიკურად აქამდე პრობლემა ჯერ არ მქონია, ეს უფრო ფსიქოლოგიური ამბავია. 40 წლამდე ჯანმრთელობას უნდა გავუფრთხილდე, ყველაფერი შეიძლება მოხდეს...

 

მოიგებს იუვე ჩემპიონთა ლიგას?

 

ფავორიტები ნამდვილად ვართ, როგორც რეალი და ბარსელონა. ამ ტიტულს მხოლოდ ერთი გუნდი იგებს. შემიძლია მაგალითი მოვიყვანო: შეხედეთ ბარსელონას, ბოლო 5 წლის განმავლობაში რამდენი ფული დახარჯეს, თუმცა ლიგა ვერ მოიგეს. იუვე შესანიშნავი გუნდია, თუმცა ამ ტურნირზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს: ჯგუფი, ფიზიკური ფორმა, ტრავმები, იღბალი... იუვე ამ წელს თუ ვერ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას, ამას შემდეგ წელს მოახერხებს, ან ორი წლის შემდეგ.

 

ბუფონს ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე არაფერი უთქვამს?

 

არა, ამაზე არ გვისაუბრია. ვუთხარი, როცა ერთმანეთის წინააღმდეგ სათამაშოდ გამოვდიოდით, მისით როგორი აღფრთოვანებული ვიყავი, მან კი მითხრა, რომ ჩემთან ერთ გუნდში თამაშით ბედნიერია. ჯიჯი და იკერი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეები არიან, რომლებიც ისტორიას დარჩებიან.

 

მადრიდი მოგენატრა?

 

ამ ქალაქში 9 დაუვიწყარი წელიწადი გავატარე, რომელიც მხოლოდ საფეხბურთო მოედნით არ შემოიფარგლებოდა. მადრიდში პირველ ყოვლისა ემოციები მენატრება. აქ შემეძინა შვილი, კრიშტიანიტო, ჩემს გოგოსაც აქ შევხვდი. უამრავი მოგონებაა, რომელიც თავს  მუდამ მახსენებენ. სწორედ ესაა მიზეზი, რის  გამოც მადრიდში სახლს არ ვყიდი. არ გამოვრიცხავ, რომ ერთ დღესაც სამუდამოდ იქ დავსახლდე.

 

მადრიდში ყველაზე  მეტად მარსელო გენატრება?

 

მარსელო მადრიდში ბედნიერია, მასთან ერთად შესანიშნავად ვიყავი. მას, კაზემიროსპეპეს და კოენტრაოს ბევრს ველაპარაკებოდი. საერთოდ, მარსელო სიცოცხლით სავსე ბიჭია და ძალიან მენატრება. 

 

ბარსაზე რას იტყვი? ეს გუნდი ძლიერდება და ბევრ ფულს ხარჯავს...

 

როგორც ყოველ წელს. შესანიშნავი ფეხბურთელები იყიდეს, დე იონგი, გრიზმანი. გასულ წელს კოუტინიო და დემბელეც დაიმატეს... რეალიც გაძლიერდა, აზარი, იოვიჩი, მენდი... თუმცა, რა თქმა უნდა, მადრიდელებისკენ ვარ, თეთრ ფორმას ვატარებდი და იქ დიდი მემკვიდრეობა დავტოვე.

 

 

 

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.