ენდი მარეიმ შესაძლოა ცინცინატის მასტერსი ერთეულებში ითამაშოს

იმედია, ბრიტანელს ტრავმები აღარ დატანჯავს

32 წლის ენდი მარეიმ განაცხადა, რომ შეიძლება ცინცინატის მასტერსზე კვლავ ერთეულებში ითამაშოს. ტრავმის გამო, ბრიტანელი ამჟამად მხოლოდ წყვილებში თამაშობს.

 

„საუკეთესო შემთხვევაში ერთეულებში ცინცინატის მასტერზე ვითამაშებ. ტრავმის შემდეგ, არ მინდა ამერიკის ღია პირველობაზე თავიდანვე ხუთი სეტი მომიწიოს“, - თქვა მარეიმ

 

ცინცინატი სტარტს 11 აგვისტოს აიღებს.