ეროვნული ლიგის შეხვედრები გადაიდო 

ევროტურნირებზე გამომსვლელი გუნდების მატჩები გადადებულია 

საქართველოს ეროვნული ლიგა ზაფხულის შესვენების შემდეგ, მესამე წრის შეხვედრებით 3 აგვისტოს განახლდება. პირველ მატჩში, ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის არენაზე სიონი ვიტ ჯორჯიას დაუპირისპირდება. 


მეორე სათამაშო დღეს თავიანთი მატჩები ევროტურნირებზე გამომსვლელმა სამმა გუნდმა საბურთალომ, ჩიხურამ და თბილისის დინამომ უნდა ჩაატაროს, თუმცა აქედან ორი შეხვედრა გადადებულია. 


ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, 4 აგვისტოს გასამართი - რუსთავი-ჩიხურას და საბურთალო-ტორპედოს დაპირისპირება გადადებულია და უცნობია თუ როდის ჩატარდება. ასევე გადაიდო 11 აგვისტოს გასამართი თბილისური დერბი - დინამო-საბურთალო


შეგახსენებთ, საბურთალო ჩემპიონთა, ხოლო დინამო და ჩიხურა ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოდიან. პირველი მატჩების შემდეგ, მოქმედმა ჩემპიონმა ზაგრების დინამოსთან - 0:2 წააგო, დინამომ გაბალაში 2 უპასუხო გოლი გაიტანა, ჩიხურამ კი თბილისში აბერდინთან ფრე - 1:1 ითამაშა.