ვან გაალი: ფიგუ ვარსკვლავია, რიბერი - არა

არადა, ფრანკი მისი გუნდის უცვლელი წევრი იყო...

ვან გაალმა მსოფლიოს ბევრი ვარსკვლავი აჩუქა. ის ტალანტების აღმოჩენის სპეციალისტია, თუმცა მხოლოდ მხოლოდ ტალანტების არა, აიაქსთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ბაიერნი ამ ტურნირის ფინალში გაიყვანა. სწორედ იმ რეკორდმაისტერის ლიდერი იყო ფრანკ რიბერი, რომელსაც ჰოლანდიელი სპეციალისტი ვარსკვლავად არ მიიჩნევს.

 

„ფიგუსა და რაიკააარდს ვავარჯიშებდი. 34 წლის რაიკაარდი ჩემს იდეებს იზიარებდა, მის სტატუს არა ინდივიდუალური გაბრწყინებისთვის, არამედ გუნდისთვის იყენებდა. გუნდურ მოთამაშეებს ყოველთვის უფრო წინ ვაყენებ. ფიგუ ვარსკვლავი იყო, რიბერი - არა, ის გუნდის ნაცვლად მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა “, -თქვა ვან გაალმა




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.