სად არის იუბილარი? (კლინსმანის გოლების VIDEO)

იურგენ კლინსმანი 55 წლის გახდა. დიდი გერმანელი ფეხბურთელი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, გოლების მანქანა... 47 ჯერ მარტო სანაკრებო გოლი.

სამი წელია, ფეხბურთის გარეშეა. აშშ–ის ნაკრებს ხუთი წლის განმავლობაში წვრთნიდა და კარგად იმუშავა.

 

ახლა სად არის იუბილარი? დღეს გავრცელდა ინფორმაცია: თავად კლინსმანმა დაადასტურა შტუტგარტთან მოლაპარაკებები. შტუტგარტი, როგორც იცით, მეორე ბუნდესლიგაშია. კლინსმანი ხუთი წელი თამაშობდა ამ კლუბში – 1984–1989 წლებში.