ვაკო ისევ თერთმეტეულშია - ქართველი ამ სეზონში მეოთხედ აღიარეს 

ყაზაიშვილი MLS-ს სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა 

 

ვაკო ყაზაიშვილი შესანიშნავ ფორმაშია. ეროვნულ გუნდში ვერ მოხვედრის შემდეგ, თითქმის ერთი თვის განმავლობაში ვაკომ 9 გოლი გაიტანა, მთლიანად სეზონში კი უკვე 10 გოლი და 3 საგოლე პასი მოუგროვდა. 


ყაზაიშვილის ამ გარჯას MLS-შიც კარგად აფასებენ და მიმდინარე გათამაშებაში უკვე მეოთხედ, ქართველ შემტევს ადგილი ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც გამოუძებნეს. 


26 წლის ქართველი ფეხბურთელი ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზეა გამწესებული და გვერდს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი კარლოს ველა უმაგრებს. 

 


ყაზაიშვილი არ არის ერთადერთი თავის გუნდიდან, ვინც სიმბოლურ გუნდში მოხვდა - სათადარიგოთა შორის ადგილი სან ხოსეს მარცხენა მცველ, ამერიკელ ნიკ ლიმასაც ერგო. 


ბოლო ტურში, ვაკოს გუნდი კოლორადო რაპიდსს დაუპირისპირდა, რომელსაც 3:1 სძლია, ქართველმა კი 34-ე წუთზე სწორედ ლიმას პასით უპირატესობა ორამდე გაზარდა. 

 


კალიფორნიულ კლუბს 22 ტურის შედეგ ლოს ანჯელეს გალაქსისთან ერთად 37 ქულა აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილს იკავებს, მეორეზე მყოფ სიეტლ სანდერსს კი 1 ქულით ჩამორჩება. 


ყაზაიშვილის და კაშიას გუნდს შემდეგი მატჩი კოლუმბუს ქრიუსთან, კვლავაც საშინაო არენაზე, 4 აგვისტოს ელის. 

 

Vako Qazaishvili-ს ფოტო.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.