მესი და სუარესი დააშანტაჟეს 

ზარი ტერორიზმის შესახებ შევიდა 

 

ლეო მესი და ლუის სუარესი ტერორიზმით შეაშინეს. ბარსელონა ელ პრატის აეროპორტში ზარი შევიდა, რომლის ადრესანტიც იუწყებოდა, რომ კატალონიური გრანდის თავდამსხმელების მანქანებში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო განთავსებული.


არგენტინელი და ურუგვაელი ვარსკვლავები ამჟამად იბიცაზე იმყოფებიან და იქ შვებულების დღეებს ატარებენ. პირადი ავტომობილები მათ ბარსელონას აეროპორტის სადგომზე დატოვეს. აეროპორტის დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ შეამოწმეს ფეხბურთელების მანქანები, რის შემდეგადაც ინფორმაცია უარყოფილი იქნა და ის ცრუ განგაშად შეფასდა. ტერორიზმის საფრთხე არ დადასტურდა. 


სუარესი ბარსელონაში 31 ივლისს დაბრუნდება და საწვრთნელ პროცესში ჩაერთვება. რაც შეეხება მესის, ის ბლაუგრანას 4 აგვისტოს შეუერთდება. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.