დელ პოტრო ახალ ეტაპზეა 

არგენტინელი ჩოგბურთელი აღდგენით პროცესს წარმატებით გადის 

ხუან მარტინ დელ პოტრო კორტს ნელ-ნელა უბრუნდება. არგენტინელი ჩოგბურთელი მარჯვენა მუხლის მცირე ნაწილის მოტეხილობის შემდეგ, აღდგენითი პროცესის ახალ ეტაპზე გადავიდა. 30 წლის სპორტსმენი უკვე სატრენაჟორო დარბაზში ემზადება.


"სატრენაჟორო დარბაზში დავბრუნდი",-წერს დელ პოტრო Instagram-ზე და ფოტოსაც აქვეყნებს. 

 


ჩოგბურთელმა აქამდე რამდენჯერმე აღნიშნა, რომ იმედი აქვს აშშ-ს ღია პირველობის დაწყებამდე სრულ მზადყოფნაში იქნება და კორტზე დაბრუნდება. ამერიკის დიდი სლემი 26 აგვისტოს დაიწყება და 8 სექტემბერს დასრულდება. 


დელ პოტრომ ტრავმა 22 ივნისს, ლონდონში მიმდინარე ტურნირის პირველ წრეში, კანადელ დენის შაპავალოვთან მატჩში მიიღო. არგენტინელმა დაზიანების მიუხედავად შეხვედრის მოგება მოახერხა, თუმცა სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ტურნირზე გამოსვლის გაგრძელება შეუძლებელი იყო და მას ბარსელონაში ოპერაცია ჩაუტარდა. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.