შარაპოვამ დაბრუნების დრო გაახმაურა

რუსი ჩოგბურთელი კორტზე მალე გავა 

რუსმა ჩოგბურთლმა მარია შარაპოვამ დაადასტურა, რომ მონაწილეობას აგვისტოში, ტორონტოში გასამართ ტურნირზე მიიღებს. 


როჯერსის თასზე, რომელიც მასტერსის კატეგორიისაა, 5-დან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. შარაპოვას აქ რამდენჯერმე ადრეც უთამაშია, თუმცა განსაკუთრებულ წარმატებას კანადაში მან 2009 წელს მიაღწია, როცა ფინალში გავიდა, თუმცა თანამემამულე ელენა დემენტევასთან დამარცხდა. 


ცნობილია ისიც, რომ 32 წლის ჩოგბურთელი 12-18 აგვისტოს ცინცინატის ტურნირზეც გამოვა. 


მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა უიმბლდონზე პირველ რაუნდში ტრავმა მიიღო და ასპარეზობას გამოეთიშა. 


დიდი სლემების 5-გზის ჩემპიონი WTA-ს განახლებულ რეიტინგში 29-ე პოზიციიდან 82-ზე დაეშვა.