დილამ შანსი დაიტოვა

 

გორის დილამ ბოლოსწინა ტურში 4:0 მოუგო ლოკომოტივს. დუბლი შეასრულა უკრაინელმა მიკოლა კოვტალიუკმა და პირადი მონაგარი 20 გოლამდე აიყვანა.

უკრაინელი დაეწია გიორგი გაბედავასა და ერთი გოლით ჩამორჩება ბომბარდირთა შორის ლიდერს, ბუდუ ზივზივაძეს.   

 

კოვტალიუკმა ერთი გოლი გიორგი კორიფაძის ჩაწოდების მერე ერთ შეხებაში გაიტანა, მერე კი ნოდარ ქავთარაძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გამოიყენა. კიდევ, ლევან ნონიკაშვილისა და დავით რაჟამაშვილის გოლები დაემატა. სამი გოლი ბოლო 15 წუთში: ლოკომ ბოლო მონაკვეთი ჩააგდო. ისე კი, შესუსტებული შემადგენლობით ითამაშეს, მეექვსე ადგილზე დარჩნენ – ვერც წინ წავლენ, არც ქვემოთ დაეშვებიან.

 

დილას კი მეოთხე ადგილზე გასვლისა და ევროტურნირებზე თამაშის შანსი დარჩა. ჩიხურაზეა დამოკიდებული.

  

დილა–ლოკომოტივი 4:0

 

გოლები: 1:0 კოვტალიუკი (43), 2:0 ნონიკაშვილი (75), 3:0 კოვტალიუკი (88 პენ), 4:0 რაჟამაშვილი (90+3)




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.