დებიუტანტი ევროპის ლიგაზე გადაერთვება 

საბურთალო ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა 

 

უეფას ჩემპიონთა ლიგას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა ზაგრებში შედგა, სადაც ადგილობრივმა დინამომ საქართველოს მოქმედ ჩემპიონ საბურთალოს უმასპინძლა და 3:0 მოუგო.

 

მაქსიმირზე გამართულ მატჩს გულშემატკივარი არ ესწრებოდა - ზაგრების ქომაგები ორი მატჩით დასჯილნი არიან. 


თბილისური მატჩის შემდეგ გიორგი ჭიაბრიშვილმა ძირითად შემადგენლობაში 6 ცვლილება განახორციელა, რაც როგორც დისკვალიფიკაციით, ისე მწვრთნელის გადაწყვეტილებით იყო გამოწვეული. 

 

ხორვატიის დედაქალაქში გამართული შეხვედრა სცენარით მიხეილ მესხზე შემდგარ დაპირისპირებას წააგავდა.

 

პირველი ნახევარი საბურთალომ აქტიურად დაიწყო, მეტოქეს ბურთზე კონტროლიც დაუწესა და რამდენიმე სახიფათო ეპიზოდიც შექმნა.

 

განსაკუთრებით აქტიური გიორგი გაბედავა იყო, რომელიც ჩვეული ბრძოლისუნარიანობით გამოირჩეოდა და რამდენჯერმე ანგარიშის გახსნის შანსიც ჰქონდა, ყველაზე რეალური მომენტი გაბედავას პირველი ტაიმის შუაში შეექმნა, როცა სტანდარტული სიტუაციის შემდეგ თავით კარში ზუსტად და პირველად დაარტყა.

 


ხორვატული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ნენად ბიელიცამ ჩვეული ტაქტიკა აირჩია, პირველ ნახევარი მეტოქეს ბურთი და ინიციატივა დაუთმო, მეორე ტაიმში კი მომენტების რეალიზებაზე ზრუნვა და შეტევის გაძლიერება დაიწყო.

 

70-ე წუთიდან, ქართული გუნდის დაცვაში შეცდომებმაც იმატა და ამას სამი უპასახუო გოლი მოჰყვა. როგორც თბილისში, პირველი 2 გოლის ავტორები შესაბამისად 77-ე და 88-ე წუთებზე ორსიჩი და პეტკოვიჩი გახდნენ, საბოლოო წერტილი კი მატჩში ცვლილებაზე შემოსულმა დანი ოლმომ მეოთხე დამატებულ წუთზე დასვა, ეს უკანასკნელი მეტოქის მთავარ დამრტყმელ ძალად მიიჩნევა და დღე-დღეზე მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელიც გახდება.


ამრიგად, ორი მატჩის ჯამში საბურთალომ 5 უპასუხო გოლი გაუშვა და ჩემპიონთა ლიგაში სადებიუტო სეზონში გამოსვლა მეორე ეტაპზე დაასრულა. თბილისური კლუბი ევროპის ლიგაზე გადაერთო, სადაც მეტოქე სომხური არარატ არმენია იქნება. პირველი მატჩი ერევანში, 8 აგვისტოს შედგება. 

 

ლაშა რამაზაშვილი ზაგრებიდან სპეციალურად ლიდერსპორტისთვის

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.