კობირებული

ლეონარდისთვის კობი ერთ-ერთი სრულყოფილი მოთამაშეა და ბრაიანტმა ეს იცის. 

მაიკლ ჯორდანის შემდეგ კალათბურთს ყველაზე ელეგანტურად კობი ბრაიანტი თამაშობდა. ალბათ, ტრეისი მაკგრეიდიც. ალბათ, იქვე დგას ემანუელ ჯინობილიც. და თუ კობის მაიკლს ადარებდნენ, ამ თაობის ყველაზე მაგრებს პოზიციურად, ბრაიანტს შეადარებენ.

კობის კალათბურთთან ყველაზე ახლოს დგას კავაი ლეონარდის მექანიკური თამაში.

ბრაიანტი არ იყო რობოტი. მის კალათბურთში იყო სუსტების მიმართ ზიზღი და მოგების უდიდესი სურვილი. პლიუს, კობის დრიბლინგი, მისი აწევა და შესვლა ხელოვნებასთან ძალიან ახლოს იდგა.

კავაიმ წინასწარ იცის, როდის აიწიოს, როდის ისროლოს, როდის მოტეხოს კაცი, (ბოლო დროიდან) როდის გასცეს გასაცემი. თუ ის დაპროგრამირებულია, გადაწყვეტილებას უკეთესი ვარიანტის სასარგებლოდაც არ შეცვლის.

მაგრამ როდესაც კავაი ადის ბურთთან ერთად ჰაერში, აკეთებს პაუზას და მოწინააღმდეგე უკვე მოტეხილია, ამ დროს ჩვენ კობი გვახსენდება.

ლეონარდი შედეგია. კობი შედეგს სილამაზით და უძლიერესი ცენტრებით, ფილ ჯექსონით და თავისი სიჯიუტით, ნიჭით იღებდა.

ლეონარდისთვის კობი ერთ-ერთი სრულყოფილი მოთამაშეა და ბრაიანტმა ეს იცის. კობი ხანდახან კავაის ესემესებს უგზავნის და კავაისთვის ეს მნიშვნელოვანია.

ახალ სეზონში კიდევ უფრო კობირებულ კავაის მივიღებთ.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.