პოჩეტინო: ჩემი საქმე ფეხბურთია, სხვა დანარჩენი არ მეხება

არგენტინელი ტოტენჰემის სატრანსფერო პოლიტიკაში არ ერევა

ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელის მაურისიო პოჩეტინოს თქმით, ის გუნდის სატრანსფერო პოლიტიკაში არ ერევა. 


"არ ვიცი, რა მდგომარეობა აქვთ ჩვენს კლუბში ფეხბურთელებს. ფეხბურთელების ყიდვა და გაყიდვა ჩემი გადამწყვეტი არ არის, ეს კლუბის ხელმძღვანელობის ხელშია. ჩემი საქმეა ფეხბურთელები ვავარჯიშო და მაქსიმალურად კარგ ფორმაში ვამყოფო. ჩემი სამუშაოს ნაწილია სქემების შედგენა, სტრატეგიის დასახვა, გუნდის ვარჯიშის თვალყურის დევნება და ყველაფერი, რაც მოედანზე ხდება, მაგრამ სატრანსფერო პოლიტიკა მე არ მეხება",-თქვა არგენტინელმა.


მიმდინარე სატრანსფერო სეზონზე ტოტენჰემმა 2 ახალი ფეხბურთელი დაიმატა - ტონგაი ნდომბელე ლიონიდან (60 მილიონი ევრო) და ჯეკ კლარკი ლიდსიდან (11 მილიონი ევრო). 


წინა სეზონში ტოტენჰემმა პრემიერლიგაში მეოთხე ადგილი დაიკავა და ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა.