ჯანო ანანიძე: შენთან ერთად თამაში პატივი იყო

ქართველი ნახევარმცველი ყოფილი თანაგუნდელის ფეხბურთიდან წასვლას გამოეხმაურა 

რუსეთის ნაკრების ვეტერანმა თავდამსხმელმა ალექსანდრ სამედოვმა კარიერა დაასრულა. 35 წლის ფეხბურთელის წასვლას ჯანო ანანიძე გამოეხმაურა - სამედოვი და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მოსკოვის სპარტაკში ერთად თამაშობდნენ. 


"ლეგენდა. ბედნიერი ვარ, რომ მეგობრები ვართ. შენთან ერთად ვარჯიში და თამაში პატივი იყო. არ გემშვიდობები, ყოველთვის ერთად ვიქნებით",-დაწერა 27 წლის ქართველმა Instagram-ზე


სამედოვი სპარტაკის აღზრდილია. მთავარ გუნდში ის 2002-05 და 2017-19 წლებში თამაშობდა, ქვეყნის ჩემპიონი, თასის და სუპერთასის გამარჯვებული გახდა. თავის დროზე რუს ფეხბურთელს მოსკოვის ლოკომოტივის, დინამოს და კრილია სოვეტოვის მაისურაც მოურგია. რუსეთის ნაკრებში სამედოვმა 53 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.