ნადალი: დაღლა ვიგრძენი, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ 

ესპანელი ამერიკის კონტინენტზე ჩასატარებელი ტურნირებისთვის ემზადება 

 

რაფაელ ნადალი კარგ ფორმაშია. როგორც ესპანელი ამბობს, უიმბლდონის შემდეგ თავდაუზოგავად ემზადება და უკვე იმ ტურნირებზე ფიქრობს, რომლებზეც უახლოეს მომავალში გამოვა. 


"ვფიქრობ კარგ ფორმაში ვარ. თავს ძლიერად ვგრძნობ. მზად ვარ გავფრინდე კანადაში და როჯერსის თასზე ვითამაშო. 

 

უიმბლდონის შემდეგ ვიგრძენი, რომ დავიღალე, მაგრამ ახლა დასვენებული ვარ და მაქსიმალური დატვირთვით ვვარჯიშობ. 

 

ცინცინატიში გამოსვლა? არ ვიცი, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა მოხდება მონრეალში. მინდა დავრწმუნდე, რომ აშშ-ს ღია პირველობაზე გამოსასვლელად მზად ვარ",-თქვა მსოფლიოს მეორე ჩოგანმა. 


დიდი სლემების 18-გზის გამარჯვებული 2019 წლის უიმბლდონზე ნახევარფინალში გავიდა, სადაც როჯერ ფედერერთან დამარცხდა. რაც შეეხება როჯერსის თასს, 32 წლის ჩოგბურთელი აქ მოქმედი ჩემპიონია, შარშანდელ ფინალში მან ბერძენ სტეფანოს ციციპასს სძლია.