ჟოზე შესაძლოა ლა ლიგაში დაბრუნდეს

პორტუგალიელი ესპანეთის ჩემპიონატს დაუკავშირეს 

 

ჟოზე მოურინიო შესაძლოა სამწვრთნელო საქმიანობას მალე დაუბრუნდეს. პორტუგალიელი სპეციალისტი ამჯერად ესპანეთის ჩემპიონატს დაუკავშირეს. 


განსაკუთრებული ვალენსიაში იმ შემთხვევაში დასაქმდება, თუ ღამურების ამჟამინდელი თავკაცი მარსელინო გარსია ტორალი დაკავებულ თანამდებობას დატოვებს. ინფორმაციას The Sun ავრცელებს. 


56 წლის სპეციალისტი ბოლოს მანჩესტერ იუნაიტედში მუშაობდა, საიდანაც შარშან დეკემბერში დაითხოვეს. მას მერე ჟოზე უმუშევარია. მოურინიოს ბოლო პერიოდში საკმაოდ სარფიანი შეთავაზებები ჩინეთის ჩემპიონატიდან ჰქონდა, თუმცა იუარა. 


ვალენსიამ წინა სეზონში კოპა დელ რეი მოიგო და ზედიზედ მეორედ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.