მუნდიალზე სკალონისთან ერთად 

არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ ნაკრების მწვრთნელს კონტრაქტი გაუხანგრძლივა 

არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ ლიონელ სკალონის შესახებ გავრცელებული ჭორები გააქარწყლა. ინფორმაცია, რომ სკალონი არგენტინის ეროვნულ გუნდს მალე დატოვებს, სიც​რუე აღმოჩნდა. პირიქით, 41 წლის სპეციალისტს კონტრაქტი გაუხანგრძლივეს და ის მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის დასრულებამდე იქნება ძალაში.  


ამრიგად, მომავალ მუნდიალზე, რომელიც 2022 წლის ზამთარში, ყატარში გაიმართება, ალბისელესტეს სკალონი უთავკაცებს. 


ლიონელი არგენტინის ეროვნული გუნდის მესაჭედ შარშანდელი მუნდიალის შემდეგ დაინიშნა, მან ხორხე სამპაოლი შეცვალა. სკალონიმ ნაკრებს 9 შეხვედრაში უხელმძღვანელა, საიდანაც 5 მოიგო, ხოლო კოპა ამერიკაზე მესამე ადგილი დაიკავა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.