ბედნიერი მამიკო

ფრედი კავაის შემდეგ ტორონტოს ყველაზე საიმედო, დაუღლელი და ორმხრივად სასარგებლო მოთამაშე გახდა. 

ტორონტომ 2018 წლის 6 ივლისს გაახანგრძლივა ხელშეკრულება ფრედ ვან ვლიტთან. კავაი ლეონარდის ერთჯერადი ჯეკპოტის შემდეგ, ეს გუნდის ბოსის - მასაი უჯირის ყველაზე მაგარი სვლა იყო.

ვან ვლიტი კარგი მსროლელია. აგრესიული და აკურატული დაცვით. ვან ვლიტი ვერ შეუქმნიდა პრობლემებს სტეფ კარის, გოლდენ სტეიტს ფინალში ჯანმრთელი კლეი ტომფსონი რომ ჰყოლოდა, მაგრამ ფრედი შეუცვლელია. ამ ტორონტოში - შეუცვლელი.

რეგულარულში ფრედი ჩვეულებრივი, სანდო სათადარიგო იყო. 14 პასი კლიპერსთან, 19 ქულა მილუოკისთან, კარგი დაცვა სხვასთან. ეს თამაშები მეხსიერებაში ილექებოდა და ვან ვლიტი უკვე შემდეგი ბრძოლისთვის ემზადებოდა. ის ყოველთვის მზად იყო.

ფრედიმ ცუდად, მძიმედ დაიწყო ფლეი ოფი და აღმოსავლეთის კონფერენციის ფინალში, მეხუთე თამაშში მილუოკისთან დაგლიჯა. 21 ქულა, 9/7 ზუსტი სამიანი და ტორონტომ ის სერია შეატრიალა, MVP-ს, იანისს აარტყა.

ტორონტო ფინალში გავიდა.

იქ, ფრედი კავაის შემდეგ ტორონტოს ყველაზე საიმედო, დაუღლელი და ორმხრივად სასარგებლო მოთამაშე გახდა. თითქმის ყოველთვის მას უნდა შეექმნა დისკომფორტი სტეფისთვის და ხანდახან, ვან ვლიტი ამას აკეთებდა.

თითქმის ყოველთვის, ფრედის უნდა ჩაეგდო 9-10 მეტრიდან და ამ სროლით ტორონტო მშვიდდებოდა.

ფლეი ოფის დროს ფრედი მამიკო გახდა. და ამ ლამაზი მოვლენის შემდეგ, მისი კალათბურთი შეიცვალა, ვან ვლიტი კი - გარდაიქმნა. ის, თითქოს დაფრინავდა.

კავაი წავიდა. ვან ვლიტი - დარჩა. და ის მზად იქნება. როგორც ყოველთვის.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.