ჩიხურა – გუნდი სირცხვილის გარეშე

გადავხედოთ, როგორია საჩხერის ჩიხურა ევროტურნირებზე.

21 მატჩი, 6 მოგება, 9 ფრე, 6 წაგება. ბურთები 19:21. ამ 6 ევრომოგებიდან, საჩხერელებმა 4 სტუმრად მიითვალეს...

 

დღეს ჩიხურა 22–ე მატჩს ჩაატარებს ევროტურნირებზე. 2013 წლიდან მოყოლებული, 5–ჯერ გადალახა ეტაპი, რაც კარგი შედეგია ქართული კლუბების კვალობაზე.

 

აქამდე ორჯერ მოხდა, რომ სოსო ფრუიძის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი მატჩი შინ ვერ მოიგო, მაგრამ გასვლაზე იმარჯვა და გავიდა... ლიხტენშტაინის ვადუცთან და შარშან ისრაელის ბეითართან.

 

საგულისხმო ფაქტი: ჩიხურას ამ 21 მატჩიდან არასოდეს წაუგია დიდი ანგარიშით! და არც მოუგია.

 

აბერდინი–ჩიხურა სტადიონ პიტოდრაიზე (20 000 მაყურებელს იტევს) თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მთავარი მსაჯი სლოვენიელი რადე ობრენოვიჩი იქნება.  

 

აბერდინი ბევრად გამოცდილი კლუბია, თან შინ უფრო აგრესიული იქნება, ვიდრე მიხეილ მესხზე ვნახეთ. თუმცა ჩიხურა იოლად არასოდეს აგებს და ვნახოთ, მორიგ სიურპრიზს ველით.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.