აი, მსგავსება... კაკა და პატარა კაკა

19 წლის პორტუგალიელმა შემტევმა ჟოაო ფელიშმა ბრაზილიელ კაკასთან გადაიღო ფოტო.

 ატლეტიკოს 126–მილიონიანი ახალწვეული და ბრწყინვალე ბრაზილიელი ათიანი, რომელმაც შარშან დაასრულა კარიერა.

 

როგორ ჰგვანან... ბარსელონას ლეგენდარულმა კაპიტანმა კარლეს პუიოლმა კი სოციალურ ქსელში მიაწერა: Brothers?

 

ძმებივით არიან... ისე კი, სხვაობა მათ შორის 17 წელია. თავად ჟოაო ფელიშმა კი ასეთი წარწერა დაურთო: „მორიგი ოცნება ამიხდა! მადლობა ჩემს კუმირს!“.