მოურინიო ჩელსის - შეინარჩუნეთ ზუმა!

ევერტონს ჩელსიდან კურტ ზუმას ყიდვა სურს. ფრანგმა ცენტრალურმა მცველმა წინა სეზონი იჯარით სწორედ ტკბილეულებში გაატარა, სადაც თავი მშვენივრად წარმოაჩინა. არისტოკრატების ყოფილმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ჩელსის ურჩია, რომ ყველაფერი გააკეთოს, რათა ფეხბურთელი შეინარჩუნოს

 

„უკეთეს ფეხბურთელს სად იპოვი? თანაც, მისი შეძენა კი არ გიწევს, არამედ ის უკვე შენი საკუთრებაა. ზუმა ინგლისის ჩემპიონია, ჩელსიში ნათამაშები აქვს, ასევე ევერტონსა და სტოკში. მას საფრანგეთის ნაკრებისთვისაც უთამაშია.

 

ჩელსიმ ზუმა არაფრით არ უნდა გაყიდოს“, - თქვა ჟოზემ.