UFC 242-ის მთავარი ბრძოლა ნურმაგომედოვის მონაწილეობით შედგება 

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის სექტემბრის ტურნირზე მთავარი ბრძოლა დაიგეგმა 

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის პრეს-სამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ UFC 242-ის მთავარი შეხვედრა მსუბუქ წონაში რუს ჩემპიონ ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ამერიკელი დასტინ პორიეს დაპირისპირება შედგება. 


ბრძოლა აბუ დაბიში 7 სექტემბერს გაიმართება. UFC-მ ბრძოლის წინ ოფიციალური პოსტერიც შემოგვთავაზა. 


ნურმაგომედოვი UFC-ს დაუმარცხებელი ჩემპიონია. ბოლოს ის ოქტაგონზე 2018 წლის ოქტომბერში გავიდა და ირლანდიელ კონორ მაკგრეგორს ოთხ რაუნდში აჯობა. რაც შეეხება პორიეს, მან ბოლოს მიმდინარე წლის აპრილში იბრძოლა და მაქს ჰოლოვეის აჯობა.