50 მილიონი ყალბი მოლოდინის გამო...

იუვეს აზიური სკანდალი

ყოველ ზაფხულს ბობოლა კლუბები ჩრდილოეთ ამერიკასა და აზიაში ატარებენ წინასასეზონო ტესტ-მატჩებს.წინა წლებში რაიმე სერიოზული სკანდალის შესახებ არ გვსმენია. წლეულს კი ერთი მეორეს მიეწყო.

 

ჯერ იყო და, ორიოდ კვირის წინ, ჩინეთის მთავრობის საინფორმაციო სააგენტომსიტის მწვრთნელ-ფეხბურთელები ქვეყნისა და მისი მოქალაქეების უპატივცემულობაში დაადანაშაულა.მიზეზად, AsiaTrophy-ზეავტოგრაფების ასაღებად მისულიქომაგებისმიმართ ფეხბურთელების ზერელე დამოკიდებულება დაასახელეს, სპორტსმენების ქცევას კომერციული ვალდებულებების უბრალო შესრულება უწოდეს.

 

 

ახლა კი კრიტიკის ქარცეცხლშიიუვენტუსი და მისი მთავარვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ მოექცნენ.

 

საქმე ის არის, რომ 26 ივლისს, ტურინული კლუბი ამხანაგურ მატჩს ატარებდა სამხრეთკორეული სუპერლიგის ნაკრებთან. შეხვედრას 60 ათასი მაყურებელი დაესწრო. შეხვედრა 3:3 დამთავრდა. მაგრამ მაყურებლები უკმაყოფილო დარჩნენ იმით, რომ მინდორზე რონალდუ არ გამოჩენილა.

 

კორეული მედიის ცნობით, ხელშეკრულების მიხედვით, კრიშტიანუ ვალდებული იყო მინიმუმ 45 წუთი გაეტარებინა მინდორზე. კონტრაქტი ხემოწერებით იყო დამოწმებული და იუვენტუსმა ამაში ფულიც აიღო.

 

კლუბის ყოფილი ნახევარმცველის, ახლა კი  ვიცე პრეზიდეტ, პაველ ნედვედის განცხადებით, პორტუგალიელმა თავად არ მოინდომა მატჩში მონაწილეობა. ჰოდა, მის წინააღმდეგ ვინ წავიდოდაო.

 

 

საქმესთან ასეთმა დამოკიდებულებამ კორეელი ფეხბურთის მოყვარულები აღაშფოთა. იუვენტუსის მიმართ უკმაყოფილება სამხრეთკორეული ლიგის პრეზიდენტმა კვონ ო გაპმაც გამოთქვა. სიტუაციაში ტურინული კლუბის პრეზიდენტი ანდრეა ანიელიც ჩაერია.

„სამხრეთ კორეაში გამართულ მატჩში, იუვენტუსის ყველა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა, კრიშტიანუ რონალდუს გარდა. მიზეზი - ორი დღეთ ადრე, ინტერთან ამხანაგური მატჩის შემდეგ გუნდის ექიმებმა მას კუნთებს გადაღლილობა დაუდგინეს და რამდენიმედღეს დასვენება უჩიეს.

ამიტომ, ბატონო პრეზიდენტო, კატეგორიულად არ ვეთანხმები თქვენს მოსაზრებას, ვითომ ჩვენ ქედმაღლურად ვიქცეოდით, უპასუხისმგებლოდ მოვეკიდეთ საქმეს და უპატივცემულოდ მოვექეცით ადგილობრივ ქომაგებს. იუვენტუსისარცერთ წარმომადგენელს უფიქრია ვინმესთვის შეურაცყოფა მიეყენებინა,“ - თქვა ანიელიმ.

 

სიტუაცია მართლაც ჩიახლართა. ჯერ იყო და, იუვენტუსმა თამაშზე დააგვიანა, რამაც წინასამატჩო ავტოგრაფ-სესია ჩაშალა.

 

მეორე ტაიმის შუაწელს, როცა ტრიბუნებზე შეკრებილი ადამიანები მიხვდნენ, რომ რონალდუ აღარ ითამაშებდა, გამაყრუებელი სტვენა ატეხეს. მერე კი უფრო შორს წავიდნენ და პორტუგალიელის მთავარი ოპონენტის ლიონელ მესის გვარის სკანდირება დაიწყეს.

 

კორეული მედია წერს, რომ ორმა ადამიანმა უკვე შეიტანა სასამართლოში საჩივარი მატჩის ორგანიზატორების მიმართ. ორივე მათგანი 900 დოლარს ითხოვს საკომპენსაციოდ, „ყალბი მოლოდინის გამო.“

 

ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ ყველას, ვინც სტადიონზე იმყოფებოდა, შეუძლია იჩივლოს. თუ ასე მოხდა, მაშინ ორგანიზატორებს დაახლოებით 50 მილიონის გადახდა მოუწევთ...