კობის ბიჭი

ახალი სეზონი დონოვანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. იუტამ ბევრი კარგი მოთამაშე დაიმატა. იუტა უკეთესი გახდა.

დონოვან მიტჩელი შეყვარებულია. ყოველდღე ესაუბრება შეყვარებულს. ყოველდღე საათობით უხსნის სიყვარულს. და ცდილობს, რომ გახდეს განსაკუთრებული.

როგორც კობი. ბრაიანტი.

როდესაც მიტჩელი დარბაზიდან საშხაპეში შედის, კარადაში ბრაიანტის ფოტო ფრიალებს. მიტჩელი ასვენებს დაღლილ სხეულს და ემზადება ცივი შხაპისთვის. კობისგან ცივ შხაპს NBA-ს ყველა გუნდი იღებდა.

მიტჩელი ამ დონეზე ჯერ ვერ ქაჩავს. იუტას ახალგაზრდა ვარსკვლავი სწავლობს. სახლში საათობით უყურებს კობის ძველ ჩანაწერებს და მოძრაობებს, ინსტინქტებს აუმჯობესებს. მოძრაობები უნდა დახვეწო. ინსტინქტები უნდა ალესო.

მიტჩელი ახალი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. კალათბურთთან შენობით არის. შეუძლია კაცის მოტეხვა. შეუძლია ბოლომდე გასვლა.

ახალი სეზონი დონოვანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. იუტამ ბევრი კარგი მოთამაშე დაიმატა. იუტა უკეთესი გახდა.

უბრალოდ, თუ ეს ბიჭი არ მოუმატებს, ჯაზი ცუდი, მძიმე მოსასმენი იქნება.

დონოვან მიტჩელს უნდა, რომ კობივით კლავდეს. კობის ბიჭი. კიდევ ერთი.

დონოვანის შეყვარებული კალათბურთია. ეს მისი სეზონი უნდა იყოს.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.