დანი ალვეშის ახალი კლუბი ცნობილია

დანი ალვეშმა სამ წლიანი კონტრაქტი გააფორმა

 დანი ალვეშმა 2022 წლამდე კონტრაქტი სან პაულოსთან გააფორმა. 36 წლის ფეხბურთელი ამ სპორტიდან წასვლას ჯერ არ აპირებს და ხანგრძლივი კონტრაქტიც სწორედ ამის მანიშნებელია.

 

„ერთ დღეს დანის ვუთხარი რომ სან პაულოში სათამაშოდ ჩამოვიდოდა, რადგან ეს კლუბი მის გულშია. ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ დღეს ეს სიტყვები რეალობად იქცა“, - თქვა  კლუბის პრეზიდენტმა კარლოს სილვამ.

 

ალვეში კოპა ამერიკაზე ბრაზილიის კაპიტანი იყო და კარიერაში მეორმოცე ტიტული მოიგო.