ჭაბუკი ქართველი მეკარე ანორთოსისში?

კვიპროსულ ანორთოსისში, შესაძლოა, 2001 წელს დაბადებული ქართველი მეკარე გადავიდეს: ლუკა მიქაია. ამის შესახებ კვიპროსულ საიტზე დაიწერა.

მიქაია ქუთაისის ტორპედოში იყო და ეროვნული ლიგის სამ მატჩში განაცხადში გახლდათ, თუმცა არ უთამაშია.

 

რაც შეეხება ასაკობრივ ნაკრებებს, 19–წლამდელებში თითქმის მუდმივად იძახებენ, თუმცა იქ ძირითადი მეკარე ლუკა ხარშილაძეა.