ევროპის სუპერთასს ქალი იმსაჯებს 

უეფამ დაადასტურა 

14 აგვისტოს, უეფას სუპერთასის მატჩი შედგება, ერთმანეთს ჩემპიონთა და ევროპის ლიგის გამარჯვებულები, შესაბამისად ლივერპული და ლონდონის ჩელსი დაუპირისპირდებიან.


ოფიციალურად დადასტურდა, რომ ამ მნიშვნელოვანი დაპირისპირების მთავარი მსაჯი ქალი, სტეფანი ფრაპარი იქნება.


ფრანგი არბიტრი ქალთა შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. მან ქალთა შორის მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის ფინალი -  აშშ - ჰოლანდია იმსაჯა. 


ფრაპარის ფრანგი და ისლანდიელი მსაჯები დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯი გამოცდილი თურქი რეფერი ჩუნეით ჩაქირი იქნება.