მალკომმა ბარსელონა დატოვა - ბრაზილიელი რუსეთში ითამაშებს 

22 წლის ფეხბურთელი კარიერას რუსეთის ჩემპიონატში გააგრძელებს 

ბრაზილიელი ტ6ალანტი მალკომი სანქტ-პეტერბურგის ზენიტის ფეხბურთელია. ინფორმაცია რუსულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. 


რუსეთის მოქმედმა ჩემპიონმა 22 წლის ფეხბურთელი ბარსელონადან 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა, ერთი მილიონით ნაკლებად, ვიდრე ის ბლაუგარანამ იყიდა. კატალონიელები ბონუსის სახით, 5 მილიონს მიიღებენ. 


ზენიტმა ბრაზილიელს ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ფეხბურთელი ყოველწლიურად 6.5 მილიონ ევროს მიიღებს. 

 


მალკომი კორინთიანსმა აღზარდა და ბორდოში გაუშვა. შარშან ზაფხულში მალკომი რომაში გადასვლასთან ერთ ნაბიჯში იყო, თუმცა საქმეში ესპანეთის ჩემპიონი ჩაერთო და სასურველი ფეხბურთელი გადაიბირა. ამის მიუხედავად, ფეხბურთელმა საკმარისი სათამაშო დრო ვერ მიიღო, ბარსას მაისურით 24 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასიც მიითვალა.