რატომ არ გადავიდა ჯანო ვიტესში?

თემურ ლეპსაიამ ქართველი ფეხბურთელის ჩაშლილი ტრანსფერის მიზეზებზე ისაუბრა 

 

საფეხბურთო ფრუნქციონერი თემურ ლეფსაია ჯანო ანანიძის ვიტესში ტრანსფერის ჩაშლის დეტალებს ახმაურებს. ლეფსაიას თქმით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი არნემულ კლუბში გართულებული საგადასახადო სისტემის გამო ვერ გადაბარგდა.


"ზაფხულში, როცა გავიგეთ, რომ სპარტაკს ჯანოს განათხოვრება სურდა, მისი თავი ლეონიდ სლუცკის შევთავაზე. ყველაფერი მოგვარებული იყო, ჩვენ ჰოლანდიის ბილეთებიც ნაყიდი გვქონდა, მაგრამ რთულმა საგადასახადო სისტემამ ყველაფერი აურია. თურმე, ფეხბურთელმა იმ შემთხვევაშიც კი, თუ განათხოვრებულია, ყველა გადასახადი უნდა დაფაროს, ხელფასის 90%-ს კი იმ კლუბისგან მიიღებს, რომელსაც მისი კონტრაქტი ეკუთვნის",-თქვა ლეფსაიამ.


ანანიძე, რომელიც თითქმის 10 წელია მოსკოვის სპარტაკში ირიცხება, იანვარში კრილია სოვეტოვში გაანათხოვრეს და ზაფხულში დაიბრუნეს. თავის დროზე მას როსტოვშიც უთამაშია.