კობის ის ერთი თამაში

და აქ კობიმ აკრიფა. პირველად ვნახე ახალაგზრდა, რომელსაც საერთოდ არ აინტერსებდა, რამდენი კაცის წინააღმდეგ და რამდენ კაცთან ერთად უწევდა თამაში. 

კობი ბრაიანტს ბევრი მკვლელი თამაში აქვს. რეგულარულში, ფლეი ოფში, ეზოში, ნაკრებში, ლიფტში. ყველას რა ჩამოთვლის, თემა ძალიან გაგვეწელება.

და მე მაინც ერთი მახსენდება. იმ შეხვედრის მოგებით ლეიკერსმა სერია, ფინალი მოიგო და ტიტული შეინარჩუნა.

2001 წლის ფინალში კალიფორნიული მანქანა ინდიანას დაელაპარაკა. იმ პეისერზის მთავარი მწვრთნელი იყო ლარი ბერდი. იმ პეისერზში ბევრი კარგი, დაფასებული მშრომელი ბიჭი იღლებოდა. და როდესაც ლეიკერსმა სახლში პირველი 2  ჩეხვა მარტივად მოიგო, სერია ინდიანაპოლისში გადავიდა.

2:1 - ინდიანამ მესამე ტესტი 100:91 წამოიღო.

მეოთხე თამაშში, ძირითადი დრო 104:104 დამთავრდა. და დაიწყო დამატებითი 5 წუთი, სადაც ლეიკერსი შაკის გარეშე დარჩა. მონსტრმა 6 ფოლი მიიღო.

და აქ კობიმ აკრიფა. პირველად ვნახე ახალაგზრდა, რომელსაც საერთოდ არ აინტერსებდა, რამდენი კაცის წინააღმდეგ და რამდენ კაცთან ერთად უწევდა თამაში. ის, უბრალოდ, იღებდა ბურთს, გადადიოდა მეორე ნახევარზე და აგდებდა.

შაკის გარეშე დარჩენილი ლეიკერსის სამწამიანი აითვისა ინდიანას ჰოლანდიელმა ცენტრმა რიკ სმითსმა და კობიმ ესეც არ შეიმჩნია. მიდი, გაერთე, რიკ და მე საქმეს მივხედავ, ამბობდა ბრაიანტი.

და მოიგო. 120:118, სერიაში ანგარიში გახდა 3:1 და ლეიკერსმა ფინალი 4:2 დაიტოვა.

MVP დამსახურებულად იყო შაკი, მაგრამ კობიმ ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში წამოიღო.