კლაიდის ბრეიქდანსი

პორტლენდმა უნდა გაიხსენოს მოთამაშე, რომელიც პატარა ჯორდანი იყო. მაიკლივით ათლეტური, მაიკლივით შეუპოვარი, მაიკლივით მფრინავი. 

ამ პორტლენდმა უნდა გაიხსენოს ისტორია. და, კონკრეტულად ერთი ადამიანი, რომელიც აუცილებლად შევა ჩემს NBA Top 50-ში.

ამ პორტლენდმა უნდა გაიხსენოს მოთამაშე, რომელიც პატარა ჯორდანი იყო. მაიკლივით ათლეტური, მაიკლივით შეუპოვარი, მაიკლივით მფრინავი.

უბრალოდ, ის არ იყო მაიკლ ჯორდანი. ის მხოლოდ კლაიდ დრექსლერი იყო.

საოცარი კაცი პირველად 1990 წლის ფლეი ოფის კადრებით გავიცანი. როდესაც აჩვენეს სან ანტონიოს და პორტლენდის სერიის ფრაგმენტები. როდესაც ჩემმა საყვარელმა დევიდ რობინსონმა კიდევ ერთი სერია წააგო. და იმ სერიაში საუკეთესო იყო კლაიდი.

თითქოს, არაფერი განსაკუთრებული. დრექსლერის პორტლენდმა ჩემი სან ანტონიო 4:3 გააჩერა. აბსოლუტურად თანაბარი სერია. უბრალოდ, პორტლენდს ჰყავდა კლაიდი.

რომელმაც პირველ წრეში, დალასთან მოკრძალებული 16.0 ქულა აიღო. სოლიდურ 7.3 პასთან და საჭირო 5.7 მოხსნასთან ერთად. იმ სეზონში პორტლენდი დიდ ფინალამდე მივა, სადაც უკეთ დაბალანსებულ და უკეთეს დეტროიტთან წააგებს, მაგრამ მანამდე იყო სერია სან ანტონიოსთან.

რომელშიც კლაიდი უკვე 21.1 ქულაზე, 8.4 პასზე, 7.3 მოხსნაზე, 2.4 ჩაჭრაზე და 1.0 დაფარებაზე ავიდა. ძალიან მაგარი სტატისტიკა. ძალიან კარგ, ერთ-ერთ უსწრაფეს გუნდთან.

დღევანდელ პორტლენდს კლაიდის ნიჭი და ხასიათი, კლაიდის ნახტომი და აგრესია აკლია.

და ჩვენ გვახსოვს. ძალიან მალე, კიდევ ერთხელ, უფრო ვრცლად გავიხსენებთ. მოთამაშეს, რომლის კალათბურთიც ბრეიქდანსი იყო.