მესი დასჯილია - არგენტინელი 3 თვე ვერ ითამაშებს 

ბარსელონას ლიდერს სამთვიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა 

 

სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციამ ლიონელ მესის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. CONMEBOL-მა არგენტინის ნაკრების კაპიტანს 3-თვიანი დისკვალიფიკაცია მისცა.


განაჩენი ძალაში დამტკიცების დღიდან შედის. ამრიგად, 32 წლის თავდამსხმელი ნოემბრის დასაწყისამდე ეროვნულ გუნდს ამხანაგურ და ოფიციალურ მატჩებში ვერ დაეხმარება. 


ეს ყველაფერი არ არის. გარდა იმისა, რომ ოქროს ბურთის ხუთჯერ მომგები ფეხბურთელი მექსიკის, ჩილეს და გერმანიის ნაკრებებთან ჩასატარებელ შეხვედრებს გამოტოვებს, ჯარიმის სახით 50 000 დოლარის გადახდაც მოუწევს. ფეხბურთელს გასაჩივრება 7 დღის განმავლობაში ექნება.


გადაწყვეტილების მიზეზი ის გახლავთ, რომ ბარსელონას ვარსკვლავმა კოპა ამერიკის ნახევარფინალში, ბრაზილიასთან (0:2) წაგებული მატჩის შემდეგ, მსაჯთა ბრიგადა მწვავედ გააკრიტიკა. მესის თქმით რეფერი იმაში ტყუოდა, რომ მთელი მატჩის განმავლობაში VAR-ი ერთხელაც არ გამოიყენა. ლეომ არც დაჯილდოების ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა, სადაც მის ნაკრებს ბრინჯაოს მედლები გადაეცა და ამ ყველაფერს ფარსი უწოდა. ამის გამო, მესი კოპა ამერიკიდან ერთი მატჩით მოკვეთეს და 150 000 დოლარის ჯარიმაც დააკისრეს.

 

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.