მაკელელე ჩელსიში დაბრუნდა 

ფრანგი არისტოკრატებში იმუშავებს 

 

ვეტერანი ნახევარმცველი კლოდ მაკელელე ლონდონის ჩელსიში დაბრუნდა. 


46 წლის ფრანგი არისტოკრატებში ახალგაზრდა ფეხბურთელების ტექნიკური მხარდამჭერი იქნება.


"სახლში დავბრუნდი და ამით ბედნიერი ვარ. ამ კლუბმა მე ძალიან ბევრი რამ მომცა და მინდა მადლიერება გამოვხატო. მსურს დავეხმარო ჩელსის იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებიც პროფესიონალური კარიერის შექმნაზე ოცნებობენ. ერთი სული მაქვს მუშაობა დავიწყო",-თქვა მაკელელემ


გამოცდილი საყრდენი ნახევარმცველი, რომელიც თავის პოზიციაზე ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა, ჩელსიში 2003-08 წლებში გამოდიოდა. ორჯერ პრემიერლიგა, 2-ჯერ ინგლისის ლიგის თასი, ასოციაციის თასი და სუპერთასი მოიგო.