ჩვენ და მეზობლები

არარატ–არმენია და საბურთალო: ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართულ–სომხური დაპირისპირებები გველის. თანაც, ჩემპიონების.  სომხებმა „მიმინო“ გაიხსენეს და ხუმრობით რუბიკჯან ხაჩიკიან VS ვალიკო მიზანდარის ფოტო დაურთეს.

 მშვენიერია, რატომაც არა?!

 

ისე, აქამდე 7–ჯერ მოხდა, რომ წილისყრამ ქართული და სომხური კლუბები ევროტურნირებზე შეახვედრა ერთმანეთს, ანუ ჯამში 14 მატჩი. 7 შემთხვევიდან 4–ჯერ ქართველები გავიდნენ, 3–ჯერ – სომხები. ანგარიში გასვლებში 5:2 იქნებოდა, რომ არა ცუდი ამბავი პირველივე დაპირისპირებისას.

 

ბათუმის დინამომ შინ 4:2 აჯობა არარატს, მაგრამ დისკვალიფიცირებული დავით სოლოღაშვილის თამაშის გამო 0:3 წაგება ჩაეთვალა. და მაინც, სომხეთში ბათუმელებმა მაგარი ბრძოლა გამართეს, 2:0 დაწინაურდნენ და მესამე გოლთანაც ახლოს იყვნენ. სამწუხაროდ, გავარდნენ.      

 

ყველაზე ცუდად ლოკომოტივის ამბავი გვახსენდება... გასვლაზე 3:2 მოუგო ბანანცს და შინ 0:2 წაგება მოახერხა.  კიდევ, გორის დილა გავარდა შირაქთან, მაგრამ პენალტებში. დილა იმ დროს მართლაც ცუდ დღეში იყო და გავარდნა არავის გაჰკვირვებია.

 

დანარჩენ შემთხვევებში კი, ნურას უკაცრავად, ქართველებს ჰქონდათ უპირატესობა. იცით, რა მოხდა 2006 წელს? თბილისის ამერმა შინ 0:1 წააგო ბანანცთან და საპასუხო მატჩის წინ, ამერის პრეზიდენტმა ზურაბ ფოცხვერიამ შემდგომი ეტაპის წილისყრაზე გასამგზავრებელი ბილეთები იყიდა. ანუ, დარწმუნებული იყო გასვლაში!

 

ეს თავად ფოცხვერიამაც გვითხრა – გუნდს ბილეთები ვაჩვენე და ამით საბრძოლო განწყობის ამაღლება ვცადეო. მეთოდმა გაამართლა!  ამერმა 2:1 მოიგო და გავიდა.  

 

ქუთაისის ტორპედომ 21 წლის წინ ინტერტოტოზე გაანადგურა ერებუნი, მერე იყო რუსთავის მეტალურგის გამარჯვება იმავე ბანანცთან, ხოლო ბოლოს თბილისის დინამომ გამოთიშა სომხური კლუბი ალაშკერტი. მაშინ დინამოელებს იურაი იარაბეკი წვრთნიდა. შინ 2:0, სტუმრად 1:1.

 

ეს რაც შეეხება გაგდება–გამოგდებებს, 14 თამაშში ერთად კი ასეთი თანაფარდობაა: 7 მოგება, 3 ფრე, 4 წაგება, ბურთები 20:13.

 

1. 1997/1998. თასების თასი. საკვალიფიკაციო

 

დინამო ბათუმი – არარატი 4:2

1:0 ჩუხუა (22), 2:0 ჩუხუა (30), 2:1 ტერ–პეტროსიანი (60), 3:1 ღლონტი (77), 3:2 ნაზარიანი (80), 4:2 შეყილაძე (90)

ბათუმის დინამოს 0:3 წაგება ჩაუთალეს იმის გამო, რომ დისკვალიფიცირებული დავით სოლოღაშვილი ათამაშეს.

 

არარატი – დინამო ბათუმი 0:2

0:1 სიჭინავა (2), 0;2 ივანე მახარაძე (34) 

 

 2.    1998/1999. ინტერტოტოს თასი 

ტორპედო – ერებუნი 6:0

1:0 გიორგი მეგრელაძე (3), 2:0 გიორგი მეგრელაძე (27), 3:0 ვაჩიბერაძე (29), 4:0 დავით ჯანაშია (43), 5:0 დავით ჯანაშია (83), 6:0 კვეტენაძე (84)

 

ერებუნი – ტორპედო 1:1

1:0 ოვანესიანი (21), 1:1 ხუჯაძე (29)

 

 3.    2005/2006. უეფას თასი. პირველი საკვალიფიკაციო

 

ბანანცი – ლოკომოტივი 2:3

0:1 ალავერდაშვილი (40), 0:2 ქებაძე (48), 0:3 ონიანი (52 პენ), 1:3 აკოპიანი (82), 2:3 ყარაბახციანი (88)

 

ლოკომოტივი – ბანანცი 0:2

0:1 აკოპიანი (22), 0:2 ხაჩატრიანი (80)

 

4.    2006/2007. უეფას თასი. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი

 

ამერი – ბანანცი 0:1

0:1 ტადევოსიანი (10)

 

ბანანცი – ამერი 1:2

1:0 ტადევოსიანი (37), 1:1 წინამძღვრიშვილი (60), 1:2 დობროვოლსკი (62)

 

5.    2011/2012. ევროპა ლიგა. პირველი საკვალიფიკაციო

 

ბანანცი – მეტალურგი 0:1

0:1 ქობალია (48)

 

მეტალურგი – ბანანცი 1:1

1:0 მიქაბერიძე (17), 1:1 დუბალა (71 პენ)

 

6.  2016/2017. ევროპა ლიგა. პირველი საკვალიფიკაციო

 

დილა–შირაქი 1:0

1:0 მოდებაძე (36)

 

შირაქი – დილა 1:0

1:0 ბიჩახჩიანი (84) 

პენალტებში გავიდა შირაქი – 4:1

 

 7.   2016/2017. ჩემპიონთა ლიგა. პირველი საკვალიფიკაციო

 

დინამო თბილისი – ალშკერტი 2:0

1:0 კიტეიშვილი (56), 2:0 ქვილითაია (68 პენ)

 

ალაშკერტი – დინამო თბილისი 1:1

0:1 ჯიღაური (20), 1:1 გოზალიანი (51)