კოუტინიოს ინგლისში რიგი დაუდგა

მანჩესტერის და ჩელსის შემდეგ, ბრაზილიელი კიდევ ერთ ბრიტანულ გრანდს სურს

ფელიპე კოუტინიოს ირგვლივ დიდი ამბებია ატეხილი. ბარსელონას შემტევს რამდენიმე გუნდი ეპატიჟება და მათი უმეტესობა პრემიერლიგიდანაა.

 

ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, მე-7 ნომერმა კარიერა შესაძლოა არსენალში გააგრძელოს. Marca-ს ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და ყველაფერი უახლოეს ხანებში გაირკვევა.

 

აღსანიშნავია, რომ ბლაუგრანას დატოვება თავად ფეხბურთელსაც სურს, გარდა ამისა ფელიპეს გაშვებას კატალონიელთა ხელმძღვანელებიც აპირებენ. ცნობისთვის, არსენალის გარდა კოუტინიოს გადაბირება ჩელსის, მანჩესტერს და პსჟ-საც უნდათ.

 

ბრაზილიელი შემტევი ბარსელონაში 2018 წლის იანვარში ლივერპულიდან გადავიდა. წინა სეზონში კოუტინიომ 54 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.